გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია უკრაინას უახლოეს კვირებში ახალ იარაღს გაუგზავნის. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ბერლინი პასუხისმგებელი გახდება უკრაინისთვის გარკვეული ტიპის იარაღის მიწოდებაზე.
"გერმანია უკრაინას მხარს დაუჭერს იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება. უახლოეს კვირებში ბერლინი კიევს ახალ იარაღს გაუგზავნის," - თქვა გერმანიის კანცლერმა.
26 აგვისტოს, გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ უკრაინას არ მისცემს იმ იარაღს, რითაც რუსეთის დაბომბვაა შესაძლებელი. როგორც შოლცი ამბობს, გერმანიის მიზანია ხელი შეუშალოს პუტინს ომის მოგებაში, რათა უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა შენარჩუნდეს.