logo
ENG



შოლცი: პუტინს სურს მეზობელი ტერიტორიები ჩაყლაპოს, საჭიროა უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი

15 ივნ 202313:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/15/2e149reglk468bd.png

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოებისთვის გარანტიების განხილვა აუცილებელია. ინფორმაციას DW ავრცელებს.

როგორც შოლცმა აღნიშნა, ოფიციალური ბერლინი უახლოეს პარტნიორებთან ერთად ამ საკითხს უკვე დიდი ხანია განიხილავს. მისივე თქმით, საუბარია იმაზე, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება უკვე მაშინ, როდესაც რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ დასრულდება.

გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ ომის გაყინულ კონფლიქტად გადაქცევაზე საუბარიც კი არ უნდა იყოს.

"რუსეთის პრეზიდენტს აშკარად სურს გადაყლაპოს ზოგიერთი მეზობელი ტერიტორია: მას აქვს ასეთი გეგმა უკრაინასთან მიმართებთ, და სავსებით ნათელია, რომ მას აქვს ასეთივე გეგმა ბელარუსთან მიმართებითაც", - აღნიშნა მან.

ზუსტად ამიტომ, შოლცის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა და "უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით კონკრეტული დიალოგების წარმართვა".

"ზუსტად ამიტომ, მნიშვნელოვანია მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენხანს, რამდენი ხანიც იქნება საჭირო... რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავის ჯარი [უკრაინის ტერიტორიებიდან], - განაცხადა შოლცმა.


close დახურვა