logo
ENG



შრომის ინსპექციამ შეზღუდვების დარღვევისთვის 2 ობიექტი დააჯარიმა, 2 309-ის მუშაობა შეაჩერა

29 ნოე 202015:38
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/29/wohh5hta0k661wf.png

შრომის ინსპექცია აცხადებს, რომ აკრძალული ეკონომიკური საქმიანობისთვის 2 ობიექტი დააჯარიმა, 2 309 ობიექტს კი საქმიანობა შეუჩერა.

საქმე ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს და მათ არგათვალისწინებას ეხება.

უწყება აცხადებს, რომ 10 000 ლარით დააჯარიმეს რეფორმერ ფიტნესი, თუმცა, დარბაზს საქმიანობა არ შეუწყვეტია. ამის გამო ინსპექციამ ინფორმაცია შსს-ს გადასცა. მოთხოვნების განმეორებით დარღვევაზე პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248 I მუხლის შესაბამისად.

ასევე, შეზღუდვების არგათვალისწინების გამო 10 000 ლარით დაჯარიმდა ბათუმში რესტორანი შპს "დიანა" - ე.წ. "კიდობანი".

გარდა ამისა, შრომის ინსპექციამ თბილისში ღამის კლუბებიც შეამოწმა.

უწყების ცნობით, შემოწმების შედეგად, დადგინდა, რომ 10 000 ლარით დაჯარიმებული ობიექტი შპს "და ჰაუს რეკორდს" მუშაობას აგრძელებდა. ინფორმაცია ამის შესახებაც გადაცემულია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. 

ბოლო ორი დღის განმავლობაში შრომის ინსპექციამ გაფრთხილება 2738 ობიექტს მისცა, 2 დააჯარიმა და 2309 ობიექტს საქმიანობა შეუჩერა. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზეზით ხელისუფლებამ შეზღუდვები 28 ნოემბრიდან აამოქმედა. შეზღუდულია ტრანსპორტის, სავაჭრო ობიექტების, საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობა. 


close დახურვა