შსს-ის განცხადებით, პოლიციამ ქობულეთში დააკავა 1976 წელს დაბადებული ა.გ, რომელმაც 16 ივლისს სანადირო თოფით 1986 წელს დაბადებული კაცი სასიკვდილოდ დაჭრა.
დაკავებულს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობაში ედება.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.