შსს-ის ინფორმაციით გუშინ, 31 მარტს ქუთაისში მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, ქალმა მამაკაცს ცივი იარაღის გამოყენებით კისრის არეში ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. შემთხვევას წინ უსწრებდა კონფლიქტი და ურთიერთშელაპარაკება.
დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა, ბრალდებული ქალი კი თერჯოლაში დააკავეს.
შსს-ის ცნობით დაკავებულს ბრალად განზრახ მკვლელობა ედება. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.