logo
ENG



შსს-მ ზუგდიდში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა

08 იან 202122:06
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/08/98h295htvspvyit.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის მიმდებარედ მომხდარ ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი - 1989 წელს დაბადებული ე.ჯ. დააკავეს.

ამავე საქმესთან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით დაკავებულია 1983 წელს დაბადებული ე.გ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ე.გ.-მ თანამზრახველ ე.ჯ.-სთან ერთად დაგეგმა მისი ნაცნობის - 1994 წელს დაბადებული ქალის ყაჩაღობა.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულები მომხდარიდან მალევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავა.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ყაჩაღობის გზით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ოქროს სამკაულები ამოიღეს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა