შინაგან საქმეთა სამინისტრომ მამა გიორგი სხილაძის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პარიზის ემიგრაციული ეკლესიის მოძღვარმა, რომელმაც მიტროპოლიტი ზოსიმე 1980-იან წლებში სტუდენტის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, მუქარის შესახებ „ფორმულას" ეთერში განაცხადა.
"ტექსტი მომხვდა თვალში ლათინური ასოებითაა აკრეფილი, ასევე სახელიცა და გვარიც ლათინური ასოებით აქვს დაფიქსირებული ფეისბუქზე, სოსო ანდრიაშვილი. დაახლოებით ვიცი ვინცაა. პირდაპირ მემუქრება, საფრანგეთში ჩამოგაკითხავთ და მოგკლავთო," - განაცხადა სხილაძემ.
სხილაძემ იმ პიროვნების სახელიც გააჟღერა, რომელიც მას მოკვლით დაემუქრა. გამოძიება 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.