logo
ENG



შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობისთვის სამი პირი დააკავა

14 ივლ 202014:55
3 წუთის საკითხავი
clock 432
xsnnkeq1jisiusg.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფური გამოძალვის ფაქტზე სამი პირი დააკავა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირები ავტოსადგურ „ოკრიბას“ მიმდებარედ დასაქმებულ მოქალაქეებს ყოველთვიურად თანხას სძალავდნენ.  

„გამოძიებით დადგინდა, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები და „ქურდული სამყაროს“ წევრები - ლ.ა., კ.დ. და მ.რ. თბილისში, ავტოსადგურ „ოკრიბას“ მიმდებარე ტერიტორიაზე თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი ავტომობილებით მგზავრთა გადაყვანას ახდენდნენ, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარითა და „ქურდული გარჩევის“ გზით, ყოველთვიურად გარკვეულ თანხას სძალავდნენ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2-ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა