logo
ENG



შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

10 სექ 202019:30
3 წუთის საკითხავი
 
df5o2gzee7qd5cl.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შენობას იცავს, კორონავირუსი დაუდასტურდა.

შსს-ს ცნობით, აღნიშნული პირი არ იმყოფებოდა კონტაქტში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან და მოქალაქეებთან შეხება არ ჰქონია.

„ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს, 10 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.​ პრემიერმინისტრისგიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში, ფაქტობრივად, მეორე ტალღა იწყება. მან ასევე აღნიშნა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან მთავრობა სიტუაციას სრულად მართავს.


close დახურვა