logo
ENG



გახარია: ფაქტობრივად, მეორე ტალღა იწყება

10 სექ 202012:20
3 წუთის საკითხავი
 
გახარია: ფაქტობრივად, მეორე ტალღა იწყება

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში, ფაქტობრივად, მეორე ტალღა იწყება.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან მთავრობა სიტუაციას სრულად მართავს.

"57 შემთხვევა, რომელიც გვაქვს დღეს და გუშინ გვქონდა 44 შემთხვევა, პირდაპირ მიუთითებს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში ნელ-ნელა იცვლება. თუმცა, როგორც ჩვენ ვვარაუდობდით მეორე ტალღას, ფაქტობრივად, ეს პროცესი იწყება. ვვარაუდობდით შემოდგომას და შემოდგომაზე ეს პროცესი იწყება. აქ საგულისხმო და მთავარია, რომ არანაირი საფუძველი პანიკისთვის არ არსებობს იმიტომ, რომ სრულად ვმართავთ სიტუაციას", - განაცხადა გახარიამ.

დღეს, 10 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.


close დახურვა