logo
ENG



შსს-ს ინფორმაციით, ყვარელში ბანკში აყვანილი ყველა მძევალი თავისუფალია

09 სექ 202117:57
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყვარელში საქართველოს ბანკის ფილიალში აყვანილი ყველა მძევალი თავისუფალია.

უწყების ცნობით, თავდამსხმელი არის შეიარაღებული და მისი იდენტიფიცირებისთვის საჭირო ღონისძიებები მიმდინარეობს.

შსს-ში ამბობენ, რომ მძარცველი ითხოვს თანხას.

"ყველა მძევალი არის თავისუფალი. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს სამართალდამცველებმა მოქმედებები. ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, მიმდინარეობს ღონისძიება.

ყველა დეტალზე არ შემიძლია ვისაუბრო. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ყველა მძევალია თავისუფალი. გამოძიება მიმდინარეობს არაერთი მუხლით. 

შეიარაღებასთან დაკავშრებით განვაცხადეთ, რომ არის ეს პირი შეიარაღებული. რა თქმა უნდა, იყო მოთხოვნა თანხასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს პირის იდენტიფიცირებაც", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მძარცველი საქართველოს ბანკის ყვარლის ფილიალში რამდენიმე საათის წინ შეიჭრა


close დახურვა