logo
ENG



შსს-ს პირველი განცხადება ბაჩალიაშვილის საქმეზე - ოჯახი გამოძიებას არ ენდობა

23 ივლ 202019:59
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თითქმის ორდღიანი დუმილისა და მხოლოდ გიორგი გახარიას მოწოდების შემდეგგაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, პირველი განცხადება გააკეთა. გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზეა დაწყებული. უწყებას ამ დრომდე ვერსიები არ აქვს. თუმცა, პირველადი დათვალიერების საფუძველზე ამბობს, რომ საკუთარ მანქანაში ნაპოვნ ქალს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

ოჯახის ადვოკატი და ემპათიას ექსპერტი მარიამ ჯიშკარიანი კი აცხადებენ, რომ გვამის მდგომარეობიდან გამომდინარე, ცხედარზე ზედაპირული ტრავმული დაზიანებების აღმოჩენა შეუძლებელი იყო. 

სამსართალდამცველებს არ ენდობა გარდაცვლილის ოჯახი, დაღუპულის არც მშობლებსა და არც ახლობლებს სჯერათ თვითმკვლელობის ვერსიის. ისევ არადამაჯერებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებაც კითხვაზე, რატომ ვერ იპოვეს პოლიციელებმა, მაშველებმა, ვერტმფრენებითა და დრონით 5 დღის განმავლობაში მანქანა - გზიდან დაახლოებით 100 მეტრის დაშორებით. გოგოს ბოლო სამყოფელიდან მისი პოვნის ადგილამდე 15 კილომეტრია.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზეა დაწყებული, ოჯახი ელოდება დამატებითი ექსპერტიზის პასუხებს, სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა რა ვითარებაში გარდაიცვალა 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ 

ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს.

 


close დახურვა