logo
ENG



შსს-ს ცნობით, გუმათში 1 პირი დააკავეს

30 მაი 202123:05
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/30/n8fp1r1cgrd0bt8.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ გუმათში 1 პირი დააკავა. უწყებაში ფორმულას უთხრეს, რომ ის ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა დღეს, 30 მაისს ხეობაში მოხვედრა ტყის ბილიკის გამოყენებით სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. ადგილზე მცირე დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც პოლიციამ ისინი ტერიტორიიდან გაიყვანა. ამის შემდეგ კიდევ ერთი დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რკინის ჯებირთან მოხდა.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეები კვლავ გუმათში იმყოფებიან და ლითონის კედელზე აბრახუნებენ. პროტესტის ამ ფორმას მიმართავენ ისინი უკვე მე-5 დღეა.

აქციის მონაწილეების მოთხოვნებია:

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ენკამ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.

close დახურვა