logo
ENG



შსს-ში აცხადებენ, რომ Tbilisi Pride Fest-ის უსაფრთხოებას დაიცავენ

07 ივლ 202318:26
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/07/rz1pv0rafx2gchn.jpg
ტატა შოშიაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 8 ივლისს Tbilisi Pride Fest-ის მშვიდ ვითარებაში ჩასატარებლად პოლიციის დანაყოფები მობილიზებულნი იქნებიან საჭირო ლოკაციებზე და "კომპეტენციის ფარგლებში დაიცავენ მართლწესრიგს და უსაფრთხოებას". გარდა ამისა, უწყება მოუწოდებს კონტრაქციის ორგანიზატორებს, დაიცვან კანონი.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოს ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, აგრეთვე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. [...]

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს კონტრაქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის შესაბამისად", - აღნიშნულია განცხადებაში.


close დახურვა