logo
ENG



შსს: აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღსაკვეთად გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები

08 მაი 202417:21
3 წუთის საკითხავი
 
შსს: აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღსაკვეთად გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები
ზაქარია მურმანიშვილი/ფორმულა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს აფრთხილებს, რომ როდესაც "ძალადობრივი ქმედების აღკვეთას" დაიწყებენ, მკაცრი ზომები იქნება გამოყენებული. შსს-ში ბრიფინგი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ გამართა.

კუპატაძის მტკიცებით, აქციის დაშლის დროს "საერთაშორისო სტანდარტების" შესაბამისად მოქმედებს. ბრიფინგის პარალელურად კი ევროპის ქვეყნებში აქციების დაშლის კადრები გაუშვეს. 

გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ თბილისში მიმდინარე აქციები არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობით მიღებულ ზომებს.

"ეს კადრები არა მარტო ქართული მედიის, არამედ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა და ჩემი ევროპელი კოლეგებიც დამეთანხმებიან, რომ ეს იყო პროპორციული ძალა და საკმაოდ ლმობიერი ქმედებები, რაც ქართველმა სამართალდამცველებმა გამოიყენეს.

ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, იმ დროს როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს , ისევე როგორც ამერიკის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული", - განაცხადა კუპატაძემ.


close დახურვა