logo
ENG



შსს: ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში პოლიცია მოახდენს რეაგირებას

18 ნოე 201914:15
3 წუთის საკითხავი
 
7r4r0rpcs7dq7zo.png

მშვიდობიანმა აქციამ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო - ეს განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში რამდენიმე წუთის წინ, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს. მინისტრის მოადგილის, ნინო ციცაშვილის თქმით, ბლოკირებულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და პოლიტიკური ლიდერები აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შეფერხებისკენ. როგორც ციციცაშვილმა აღნიშნა, დარღვეულია შეკრებისა და მანიფესტაციისი შესახებ კანონის მეცხრე მუხლი. 

"შსს მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ პოლიტიკურ პარტიებს შეწყვიტონ პარლამენტის შესასვლელის ბლოკირება და და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში პოლიცია კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოახდენს რეაგირებას",- აცხადებს ნინო ცაციაშვილი


close დახურვა