logo
ENG



შსს: გავანადგურეთ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ₾2.5 მლნ-ის ნარკოტიკი

23 ივლ 202212:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/23/9433xfii1lt21s3.png

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გაანადგურეს უკანონო ბრუნვიდან ამოღებული, 2 მილიონ-ნახევარ ლარამდე ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები. 

კერძოდ, განადგურებულია:

  • 2553 აბი სუბუტექსი;
  • 2627,87 გრ კოკაინი;
  • 1368 გრამი ჰეროინი;
  • 94 გრ. მეტადონი;
  • 53,065 კგ მარიხუანა;
  • 753 კგ. კანაფი;
  • ამფეტამინის შემცველი 352 აბი;
  • 67 გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება;
  • 1050 ცალი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველი ფირფიტის ნაჭრები;
  • პრეგაბალინის შემცველი 1144 კაფსულა.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა უკანონო ბრუნვიდან ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები მაღალტემპერატურულ ღუმელში, გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების დაცვით გაანადგურეს.


close დახურვა