logo
ENG



შსს: დავაკავეთ 10 წლის განმავლობაში ძებნილი პირი

05 იან 202120:32
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/05/pmfuyvlmkpik1w2.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდში სამართალდამცველების მიერ 10 წლის განმავლობაში ძებნილი პირი დააკავეს. 

უწყებაში აცხადებენ, რომ 1987 წელს დაბადებულმა გ.მ-მა 2010 წელს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემდეგ, მასზე ძებნა 2010 წლის აგვისტოდან მოყოლებული, სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარეობდა. 


close დახურვა