logo
ENG



შსს: მარნეულში პოლიციელების შეურაცხყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

24 მარ 202011:43
3 წუთის საკითხავი
 
d20ixswhgmbd4s4.png
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მარნეულში დააკავეს ორი პირი, რომელთაც ბრალი პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლასა და სამართალდამცველთა საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობაში ედებათ. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 23 მარტს, მარნეულში, პოლიციელებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ჯგუფის მიერ პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტები ამ დროისთვის მკაცრი კარანტინის ზონად არიან გამოცხადებულებული. ამის მიზეზი კი კორონავირუსით ინფიცირებული პირია, რომლისგანაც დაფიქსირდა შიდა გადაცემის შემთხვევა. ინფიცირებულის შიდა კონტაქტების რიცხვი 1 900 პირს აღწევს.

close დახურვა