logo
ENG



შსს: მარტყოფში არასრულწლოვანი თანასოფლელის მკვლელობის ბრალდებით დავაკავეთ

22 ოქტ 202013:16
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარტყოფში თანასოფლელის განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს - 2001 წელს დაბადებულ პირს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 


close დახურვა