ქართველმა სამართალდამცველებმა აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ჰეროინის, მორფინის, მეტადონისა და კოდეინის შემცველი ნარკოტიკული საშუალებები. საქმე აღძრულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის მუხლით.
