შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, 2022 წლის სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში რუსეთიდან 511%-ით მეტი ადამიანი შემოვიდა.
შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის სექტემბერში საქართველოში რუსეთიდან 222 274 ადამიანი შემოვიდა, გასულ წელს კი - 36 407.
რუსეთში "ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის" გამოცხადების შემდეგ, საქართველო-რუსეთის საზღვარზე, კერძოდ, ლარსის გამშვები პუნქტიდან რუსეთიდან შემომსვლელ პირთა რაოდენობა გაიზარდა.
27 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა სტატისტიკა, ბოლო 10 დღის განმავლობაში რამდენმა ადამიანმა გადმოკვეთა და გადაკვეთა რუსეთ-საქართველოს საზღვარი. ჯამში 17 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით რუსეთიდან შემოვიდა 78 742, ხოლო საზღვარი გადაკვეთა 62 120-მა ადამიანმა.
CNN საქართველოს, ყაზახეთისა და ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით აცხადებს, რომ სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 200 000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა
თავად რუსეთი კი არ აქვეყნებს ინფორმაციას იმ ადამიანების რიცხვზე, ვინც ქვეყანაზე 21 სექტემბრის შემდეგ დატოვა.