logo
ENG



შსს: ცოლზე ძალადობის ბრალდებით 1 პირი დავაკავეთ

02 სექ 202009:38
3 წუთის საკითხავი
 
hxo5599yjm603cw.jpg

პოლიციამ გორის მუნიციპალიტეტში ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით 1 კაცი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

"გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11-პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.


close დახურვა