logo
ENG



შსს: ჭყონდიდის ინციდენტში მონაწილე ორივე მხარის წარმომადგენლები გამოკითხვაზე არიან

05 ნოე 202113:55
3 წუთის საკითხავი
 
შსს: ჭყონდიდის ინციდენტში მონაწილე ორივე მხარის წარმომადგენლები გამოკითხვაზე არიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე დაპირისპირებაში მონაწილე ორივე მხარის წარმომადგენლები და ინციდენტში მონაწილე პირები პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

უწყებაში ამბობენ, რომ ინციდენტის დროს დაზიანდა საპატრიარქოს კუთვნილი კამერა. აღნიშნულთან დაკავშირებით კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერი ძალის გამოყენებით დაატოვებინა. მიტროპოლიტი გამთენიისას მონასტერში ჩოხოსნებთან ერთად მივიდა.

სალხინოს მონასტერთან მობილიზებულია პოლიცია. 


close დახურვა