logo
ENG



შსს: ხაშურში გალფის ოპერატორს ორი პირი თავს დაესხა და მუქარით თანხა გასტაცა

24 ნოე 202011:06
3 წუთის საკითხავი
 
შსს: ხაშურში გალფის ოპერატორს ორი პირი თავს დაესხა და მუქარით თანხა გასტაცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხაშურში ავტოგასამართ სადგურ გალფის ოპერატორს, 1952 წელს დაბადებულ პირს ორი პირი თავს დაესხა და ცივი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით თანხა გასტაცა.

მათი ცნობით, ორივე პირი რამდენიმე საათში დააკავეს, ისინი დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა