logo
ENG



შსს ენმ-ის ოფისთან ძალოვანების მობილიზებას "ყოველდღიური გადაადგილებით" ხსნის

17 თებ 202120:38
3 წუთის საკითხავი
 
შსს ენმ-ის ოფისთან ძალოვანების მობილიზებას "ყოველდღიური გადაადგილებით" ხსნის

შსს-ში აცხადებენ, რომ განსაკუთრებულ დავალებათა შენობასთან ყოველდღიურად გადაადგილდებიან თანამშრომლები და არაფერი არ ხდება განსაკუთრებული. 

"აღნიშნულ ადგილზე მდებარეობს განსაკუთრებულ შსს-ს დავალებათა დეპარტამენტის ბაზა. იქ ყოველდღიურად ხდება თანამშრომლების გადაადგილება", - აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში. ფორმულას დამაზუსტებელ კითხვაზე, ყოველდიურად, ხელკეტებით ხელში ემზადებიან თუ არა ძალოვანები, უწყებაში ამბობენ იგივეს, რომ "დიახ, ყოველდღიურად ხდება გადაადგილება". 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შსს-ს განსაკუთრებულ დეპარტამენტის ეზოს ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. 

ფორმულას ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რომ ყვითელ ავტობუსებში განთავსებული არიან სპეცრაზმელები, სპეციალური აღჭურვილობით, ფარებითა და ხელკეტებით.


close დახურვა