შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ეზოს ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. ფორმულას ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რომ ყვითელ ავტობუსებში განთავსებული არიან სპეცრაზმელები, სპეციალური აღჭურვილობით, ფარებითა და ხელკეტებით.
უცნობია, რას უკავშირდება სპეცრაზმის მობილიზება. შსს ეს ბაზა ახლოს არის ენმ-ს მთავარ ოფისთან, სადაც ოპოზიციის ლიდერები არიან შეკრებილი.
პარალელურად, მიმდინარეობს ენმ-ს თავმჯდომარის ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის სასამართლო სხდომა. მელიას მხარდამჭერები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ პოლიციას მელიას დაპატიმრების უფლებას არ მისცემენ და მას, თუ საჭიროა, ფიზიკურადაც დაიცავენ.
სასამართლო პროცესი 16:00 საათზე დაიწყო