logo
ENG



შსს უარყოფს, რომ პოლიციამ გლდანში ნაპოვნი ჩვილის ცხედარი გადააგდო

04 ივნ 202007:42
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტრო გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.

უწყებაში უარყოფენ ინფორმაციას, რომ პოლიციამ ახალშობილის ცხედარი გადააგდო. განცხადების მიხედვით, სიმართლეს არც არასრულწლოვანი გოგონას დაკავების ფაქტი შეესაბამება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შემთხვევის ადგილზე ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები. საექსპერტო კვლევისთვის ახალშობილის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 


close დახურვა