logo
ENG



შს მინისტრი თავდამსხმელზე: ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დაგვეკავებინა, თუმცა რთული იყო

22 ოქტ 202017:46
3 წუთის საკითხავი
clock 1007

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, განცხადებით, ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე მომხდარი თავდასხმის დროს პოლიციის ნომერი პირველი ამოცანა მძევლების შენობიდან უსაფრთხო გაყვანა იყო. 

ამასთან, შს მინისტრი ამბობს, რომ თავდამსხმელის დასაკავებლად სამართალდამცველებმა ყველაფერი გააკეთეს, თუმცა ეს რთული იყო. 

"გუშინ ძალიან მძიმე დღე იყო, ყველასთვის, მძევლებისთვის და მათ შორის ჩვენთვისაც. ყველაფერი გავაკეთეთ, ჩვენმა სამინისტრომ და ხელისუფლებამ, რომ არავინ დაშავებულიყო. ეს იყო პირველი ამოცანა. პრემიერისგან და პარლამენტის თავმჯდომარისგან იყო დავალება, რომ არავინ დაშავებულიყო. ეტაპობრივად გამოდიოდნენ ადამიანები...

მანქანით მოძრაობდნენ რამდენიმე საათი, რომ მიმალულიყო. ეს ადამიანი გადავიდა მანქანიდან და მიიმალა. ყველაფერი გავაკეთეთ რომ დაგვეკავებინა, თუმცა რთული იყო. ჩვენ ადამიანებს ვერ გავწირავდით.  

შეიძლება ბევრი ინფორმაცია მქონდეს, მაგრამ ჩემმა ერთმა სიტყვამაც შეიძლება გამოძიებას შეუშალოს ხელი. გავანთავისუფლეთ 43 მძევალი და ეს იყო ნომერ პირველი ამოცანა. შემდეგ იქნება მისი დაკავება", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. 

გუშინ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკში მომხდარი თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით ტერორისტმა ყველა მძევალი გაათავისუფლა, თავად კი გაიქცა. შსს-ს ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. 


close დახურვა