logo
ENG



შტაინმაიერი ზურაბიშვილს პრეზიდენტის სასახლეში ხვდება

07 ოქტ 201910:09
3 წუთის საკითხავი
 
bv0hii95dl6rc13.jpg

პრეზიდენტის სასახლეში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა იმართება.

ათონელის რეზიდენციაში დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, შემდეგ კი პრეზიდენტებმა სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს ერთმანეთს.

გერმანიის დელეგაციაში არიან: სახელმწიფო მდივანი, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში და სხვა მაღალჩინოსნები.

ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებიან: საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი და სხვა მაღალჩინოსნები.

 


close დახურვა