logo
ENG



შტატ კენტუკიში ტორნადოს მინიმუმ 50 ადამიანი ემსხვერპლა

11 დეკ 202115:12
3 წუთის საკითხავი
 
Jack Kane / WPSD Local 6

შტატ კენტუკის მერის, ენდი ბეშირის ინფორმაციით, პარასკევს გვიან ღამით კენტუკის სამხრეთ-დასავლეთში ქარიშხლის შედეგად მინიმუმ 50 ადამიანი დაიღუპა. შტატის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს

„ვფიქრობთ, რომ ამ მოვლენის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გადააჭარბებს 50-ს და დაახლოებით 70-დან 100-მდე დაკარგული სიცოცხლე გვექნება“ - განაცხადა ბეშირმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

კენტუკის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ეს შტატის ისტორიაში ყველაზე სასტიკი ტორნადო იყო.

პირველადი გამოძიების მიხედვით, შტატს, სავარაუდოდ, 4-მა ტორნადომ გადაუარა. დაზარალდა შტატის დასავლეთ ნაწილში არსებული 15 ოლქი. ყველაზე დიდი ზიანი მიადგა გრეივის ოლქს, მათ შორის ქალაქ მეიფილდს.

ეს ტორნადოები ნაწილია იმ ძლიერი ქარიშხლებისა, რომლებიც აშშ-ის ცენტრალურ ნაწილში პარასკევს გამოჩნდნენ. ოფიციალური წყაროების მიხედვით, მინიმუმ 19-მა ტორნადომ აშშ-ის 5 შტატს გადაუარა და თითოეულს დიდი მატერიალური ზიანი მიაყენა.


close დახურვა