აკრძალვების მოხსნას ითხოვს მოსახლეობა სოფელ ღვანკითში. გადაადგილების შეზღუდვით გამოწვეულ პრობლემებს აქ უწყლობაც დაემატა. ადგილობრივების ნაწილს სამი დღეა წყალი არ მიეწოდება.
ღვანკითის გამგებელი პრობლემის მოუგვარებლობას ამინდს და გაუხსნელ მაღაზიებს უკავშირებს. ირკვევა, რომ ჩაკეტილ მუნიციპალიტეტში, დაზიანებული მილის შემცვლელი ვერ შეიძინეს.
მოსახლეობისთვის გაუგებარია, რატომ არ იხსნება სოფელი, როცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იქ მძიმე აღარაა.