logo
ENG



ჩარკვიანი გიორგი ვაშაძეზე: 2 წელი გამადიდებელი შუშით ვაკვირდებოდი

12 აგვ 202014:30
3 წუთის საკითხავი
 
m36yu7gdw6m25nu.png

პარტიის "კანონი და სამართალი" დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ის გიორგი ვაშაძეს ორი წლის განმავლობაში აკვირდებოდა. 

ჩარკვიანის თქმით, პოლიტიკაში მისი მოსვლა უიმედობამ განაპირობა.

"მეკითხებიან, რატომ გაერთიანდით და რატომ მაინცდამაინც გიორგი ვაშაძე. ალბათ, თავად ვაშაძემ არ იცოდა, რომ ორი წელი გამადიდებელი შუშით უყურებდა ერთი ადამიანი და ეს მე ვიყავი. პოლიტიკაში ჩემი შემოსვლა ჩემმა უიმედობამ განაპირობა. ზუსტად ისეთივე მოტყუებული ვარ, როგორც თქვენ ყველა. ჩვენ არ ვართ დამნაშევეები, რომ წინასწარ გამოვიცნოთ პროფესიონალი თაღლითი ადამიანები, ჩვენთვის ეს არ უსწავლებიათ. 

ამიტომ, ამ ორი წლის განმავლობაში ამოვარჩიე ის ადამიანი, რომელსაც უკვე გაკეთებული აქვს და არ მეშინია იმის, რომ მე ახლა უნდა ველოდო, როდის რას მოიფიქრებს და გააკეთებს. მე ვნახე მისი ნამუშევარი – იუსტიციის სახლი. მე ვნახე მისი მუშაობა, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის უფროსი იყო", - განაცხადა ჩარკვიანმა. 

ცნობისთვის, 27 ივლისს "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და პარტია "კანონი და სამართლის" დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა გაერთიანება "ძალა ერთობაშია" დატოვეს და ახალი პოლიტიკური პლატფორმა - "სტრატეგია აღმაშენებელი" ჩამოაყალიბეს


close დახურვა