ჩაქვი-ბათუმის დამაკავშირებელ გვირაბთან ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა - შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.