logo
ENG



ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი წვეულებაზე იყო და იცნობდა შაქარაშვილს - ერთ-ერთი მოწმის ადვოკატი

24 ივნ 202013:04
3 წუთის საკითხავი
 

მცხეთის პოლიციაში ის პირები იკითხებიან, ვინც შაქარაშვილის მეგობარი, გურამ ამირხანაშვილი თბილისში მანქანით წაიყვანა.  

მათ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში შემოწმება ჩაუტარდებათ. როგორც მათი ადვოკატი ამბობს, გამოძების კითხვებიდან გამომდინარე, ისინი ხელს არ შეუშლიან ექსპერტიზის ჩატარებას.

„კონკრეტულ პირს, რომელსაც მე ვიცნობ, დაზიანებები არ აღენიშნება, არც ზედაპირული და არც სხეულზე, მაგრამ გამოძიებას აქვს კითხვები და ჩვენც ხელს არ ვუშლით და საშუალებას ვაძლევთ, რომ ჩაატარონ ექსპერტიზა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყო წვეულებაზე და იცნობდა გიორგის, სხვა ვერაფერზე გიპასუხებთ“, - აცხადებს ადვოკატი დავით ჭიკაიძე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისს გაუჩინარდა - ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მისი ცხედარი არაგვში იპოვეს.


close დახურვა