logo
ENG



ჩემი ვარაუდით, თბილისში 2 ოლქი ევროპულ საქართველოს ექნება, 2 ლელოს - ბერძენიშვილი 

05 ივნ 202014:17
3 წუთის საკითხავი
 

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ თბილისში 2 ოლქს "ევროპული საქართველო" წაიღებს, ხოლო კიდევ ორს პარტია "ლელო საქართველოსთვის". 

მისივე აზრით თბილისის კიდევ ერთი ოლქი ალეკო ელისაშვილის პარტიამ უნდა წაიღოს. იგი ფიქრობს, რომ თბილისის ერთ-ერთ ოლქში მაჟორატირად კენჭი აგრეთვე "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა უნდა იყაროს. 

"მე შევთავაზე ეს ფორმულა, რომ 2 "ნაციონალურ მოძრაობას" ექნება, 2 "ლელოს". პირველ პირებზე მაქვს საუბარი, ძალიან კონკურენტუნარიან და ერთმანეთთან თავსებად ადამიანებზე. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. 2 "ევროპული საქართველოდან". ალეკო ელისაშვილი ძალიან კონკურენტუნარიანი იქნება ამ ვითარებაში. არის ასევე სტაბილური პარტია - "ლეიბორისტები" და მისი ლიდერი, შალვა ნათელაშვილი იქნებოდა კარგი. ჩემი გუნდი არის ეს 8-იანი. ეჭვი მაქვს, რომ ჩემი რვიანიდან, 7-ს ძალიან მაღალი შანსი აქვს", - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა. 


close დახურვა