logo
ENG



დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მომავალ სამშაბათს დააკავებენ

18 მარ 202320:50
3 წუთის საკითხავი
clock 557
2023/03/18/7gcvr4ybnznkaq1.jpg
ANNA MONEYMAKER/GETTY IMAGES

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აქვს ინფორმაცია, რომ მანჰეტენის ოლქში მის წინააღმდეგ საქმის გამოძიების ფარგლებში მომავალ სამშაბათს დააკავებენ.

ტრამპმა საკუთარ Truth Social პლატფორმაზე დაწერა, რომ მანჰეტენის პროკურატურიდან გაჟონა ინფორმაციამ, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ მას მომდევნო კვირის სამშაბათს დააკავებენ.

პოსტში ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია, "რესპუბლიკური პარტიის ლიდერ კანდიდატს და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს მომავალი კვირის სამშაბათს დააკავებენ".

მან მხარდამჭერებს მოუწოდა ეს ნაბიჯი გააპროტესტონ.

თუ ტრამპს გაასამართლებენ ეს აშშ-ის ისტორიაში იქნება პირველი შემთხვევა, როცა სისხლის სამართლის საქმე ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ აღიძრა.

5 წლის განმავლობაში ნიუ იორკის პროკურატურა იძიებდა ცნობებს, რომლის მიხედვითაც ტრამპმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ყოფილ პორნოვარსკვლავ სტორმი დანიელსს ფული გადაუხადა, რათა ტრამპთან ურთიერთობის შესახებ საჯაროდ არ ესაუბრა.

დანიელსის თქმით, მას ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა 2016 წლის არჩევნებამდე ტრამპისა და დანიელს შორის რომანტიკული ურთიერთობის შესახებ დუმილის სანაცვლოდ 130 000 დოლარი გადაუხადა.

ტრამპი დანიელსთან სქესობრივ კავშირს უარყოფს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.


close დახურვა