logo
ENG



ჩემი ქუჩა ჩემი სიამაყეა - გოგი წულაიას აქცია-პერფორმანსი ფოთში

15 ივნ 202017:46
3 წუთის საკითხავი
 

პარტია „თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელმა გოგი წულაიამ ფოთში აქცია-პერფორმანსი გამართა. აქცია მან ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მოაწყო, ლოზუნგით „ქუჩა ჩემი სიამაყეა" . დღევანდელი პერფორმანსით მათ ქალაქში არსებული მოუწესრიგებელ საავტომობილო გზების პრობლემა გააპროტესტეს.

გოგი წულაია ამბობს, რომ თუ ადგილობრივი ხელისუფლება დროულად არ იზრუნებს აღნიშნულ პრობლემაზე, ის ცენტრალური ქუჩის გადაკეტვით იმუქრება.

„ვეუბნები ხელისუფლებას - ორ-სამ დღეში არ მოხვალთ და არ დაიწყებთ საქმის კეთებას, საბოლოოდ რომ ეღირსონ ცხოვრებას ადამიანები - მე ვპირდები, გადავკეტავ გზას მოსახლეობასთან ერთად და მერე გინდათ დამიჭირეთ, გინდა დამაჯარიმეთ. თქვენი დედაც!", - აცხადებს გოგი წულაია.


close დახურვა