logo
ENG



ჩერგოლეიშვილი ივანიშვილზე: ამ ერთმა ცეხავიკმა გადაგვაგდო

22 თებ 202022:53
3 წუთის საკითხავი
 

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და "ქართული ოცნების" მმართველობაზე საუბრობს. 

ჩერგოლეიშვილი მმართველი გუნდის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს "ცეხავიკს" უწოდებს და ამბობს, რომ მან საქართველოს მოსახლეობა გადააგდო.

"ამ ერთმა ცეხავიკმა გადაგვაგდო, ანუ ეს ყველაფერი ხდება. დღეს ბოკერიას იმიტომ უწევს ნათელაშვილის ოფისში ჯდომა და ბურჯანაძესთან საუბარი, ნაცვლად ჯანსაღი დისკუსიისა, იქ ერთმანეთის ფერება იმიტომ უწევთ, რომ ამ ცეხავიკმა გადაგვაგდო. ჩვენი ამოცანაა ისაა, რომ არ დავუშვათ და არ ამოვწუროთ ყველა საშუალება.  როცა ვსაუბრობთ გადაგდებაზე, შეიძლება ბანკი გადავაგდო, მაგრამ ბინა თუ წამართვეს მერე როგორ გამოვა გადაგდება?! ამიტომ, მინდა რომ ივანიშვილს ბინა წაართვან და გაიგოს, რომ ხალხის გადაგდება ამ ქვეყანაში არ მოსულა. ამ კაცმა უნდა ნახოს, რომ თუ ხალხი გადააგდო, ამის სანაცვლოდ ბინა უნდა დაკარგოს",-აღნიშნა თამარ ჩერგოლეიშვილმა.


close დახურვა