ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დიპლომატები კიევის საელჩოში ბრუნდებიან. მათ კიევი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დატოვეს.
სამინისტრო აცხადებს, რომ ესაა ერთ-ერთი ნაბიჯი რასაც ჩეხეთი უკრაინის დასახმარებლად გადადგამს.
აღსანიშნავია, რომ ჩეხეთი NATO-ს პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც უკრაინის ჯარს ტანკები გაუგზავნა.
ევროკავშირმა, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, სლოვენიამ და თურქეთმა ასევე დააბრუნეს კიევში დიპლომატიური მისიები. პოლონეთისა და წმინდა საყდრის წარმომადგენლებს კი უკრაინა არ დაუტოვებიათ.