logo
ENG



ჩვენი დროის გმირები - შაბათის ფორმულა

11 მარ 202320:01
3 წუთის საკითხავი
 

ცეკვა წყლის ჭავლთან, ცეკვა განგაშის სიგნალის ხმაზე, დაუმორჩილებლობის სიმბოლოდ ქცეული ქალი ევროკავშირის დროშით, რომელიც არ დაეცა. 7, 8, 9 მარტის საპროტესტო აციებს სხვადასხვა თაობის ბევრი გმირი ჰყავს. თავისუფლებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ქუჩაში გამოსულ ადამიანებს, არც რუსული ზიზღის პროპაგანდის, არც ხარებას სადამსჯელო რაზმების სისასტიკის არ ეშინიათ. პირდაპირ ეთერში მთელმა მსოფლიომ თითქმის 72 საათის განმავლობაში თვალი ადევნა - როგორ იცავენ საქართველოში ევროპის დროშას და ევროპულ ღირებულებებს. თანამედროვე საქართველოს სიძლიერისა და სიმტკიცის სიმბოლოდ ქცეული gen-z თაობა, რომლებმაც 11 წლის განმავლობაში, პირველად ოლიგარქს და მის რუსულ ხელისუფლებას მოუგო. როგორ გაიმარჯვა ახალგაზრდა თაობამ, ზიზღის პროპაგანდაზე, როგორ დაამარცხა კბილებამდე შეიარაღებული სპეცრაზმი და კრემლის რუბლებით დაფინანსებული ქვეყნის მომავლის მოსპობის გეგმა.


close დახურვა