logo
ENG



ჩვენ გავეცით რეკომენდაცია გდდ-ს უფროსის პასუხისმგებლობის დადგომისა - ნინო ლომჯარია

06 აპრ 202022:34
3 წუთის საკითხავი
clock 511

 

ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ სახალხო დამცველის აპარატმა გასცა პროკურატურის მისამართით რეკომენდაცია სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის დაყენების შესახებ.

როგორც ომბუდსმენმა სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, არსებობს მტკიცებულებები შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ.

„ჩვენ გავეცით რეკომენდაცია პროკურატურის მისამართით, რომ დადგეს გდდ-ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობა. არსებობს საკმარისი მასალა იმის დასამტკიცებლად, რომ მისი მხრიდან ჩადენილია, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის დანაშაული. მას ეუბნება ხელმძღვანელობა, რომ არ იქნეს გამოყენებული რეზინის ტყვიები; ისიც ამბობს ჩვენებაში, რომ იცოდა რეზინის ტყვიების აქციის დასაშლელად გამოყენების დაწყების შესახებ - თუმცა არ გადადგმულა რეალური ნაბიჯები, რომ შეეჩერებინა ადგილზე დაწყებული რეზინის ტყვიების გამოყენება. ასევე, საინტერესოა, როცა მისმა ხელმძღვანელმა გაიგეს, რომ მათი ბრძანება რეზინის ტყვიების არგამოყენების შესახებ არ სრულდებოდა - რა გააკეთეს მათ, რომ ეს ქმედება შეჩერებულიყო და აღკვეთილიყო", - აცხადებს ნინო ლომჯარია.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის ღამეს აქციის რეზინის ტყვიებითა და ცრემლმდენი გაზით დაშლის დროს ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა, დაშავდა რამდენიმე ჟურნალისტი და ათობით მშვიდობიანი მომიტინგე. 


close დახურვა