იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მმართველი გუნდის ორმაგ სტანდარტზე საუბრობს.
კერძოდ, დოლიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება რიგით მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობის წესების გამოცხადების გამო აჯარიმებს, მასთან დაახლოებული პირები პრივილეგიებით სარგებლობენ. იურისტს მაგალითად ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მოჰყავს, რომლის თბილისში გადაადგილების კადრი სოციალურ ქსელში გავრცელდა.
"ხელისუფლება ორმაგ სტანდარტებს აწესებს. იმის ნაცვლად, რომ დაამკვიდროს გაგება - რომ ყველას თანასწორად უნდა მოგვექცეს, ჩვენ უკვე დავინახეთ, რომ ხელისუფლებას საერთოდ არ აქვს ეს დღის წესრიგი. აქ ჩვენ დაგვდევენ და მეორე მხრივ, ოთარ ფარცხალაძე დადის თავისი შავი ჯიპით სრულიად თავისუფლად და ღმერთმა იცის, რა ნებართვით", - განაცხადა ანა დოლიძემ "შაბათის ფორმულაში".
ანა დოლიძემ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გახანგრძლივებულ შეზღუდვებზეც ისაუბრა და მათ არაადეკვატური უწოდა.