logo
ENG



ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ - ფაშინიანი

07 ივნ 202012:50
3 წუთის საკითხავი
 
vpmjgfuw3sf9684.jpg

„ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ, თუმცა არ მიგვიღწევია ჰუმანიტარული კატასტროფისთვის", - ეს განცხადება სომხეთის პრემიერმინისტრმა ბრიფინგზე გააკეთა.

ნიკოლ ფაშინიანმა მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ კორონავირუსი რეალური საფრთხეა.

„ამბობენ, რომ ეს სიცრუეა, რომ კორონავირუსი არ არსებობს და მთავრობა ციფრებს იმიტომ აქვეყნებს, რომ დახმარება მიიღოს. თითქოს, ჩვენი ხელისუფლება ასე ხშირად ითხოვდეს დახმარებას საჭიროების გარეშე. რა თქმა უნდა, კორონავირუსის შესახებ ბევრი რამ სულ ცოტა ხნის წინ გავიგეთ, ჩვენთვის უფრო სასარგებლო იქნებოდა, რომ უფრო ადრე გაგვეგო საზოგადოების დამოკიდებულება ვირუსთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ, თუმცა არ მიგვიღწევია ჰუმანიტარული კატასტროფისთვის. შეგვიძლია, ეს ჯოჯოხეთი გავიაროთ ჰუმანიტარული კატასტროფის გარეშე“, – განაცხადა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსს 200 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 13 ათასს გადასცდა.


close დახურვა