ჩილეში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მსხვერპლთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
ჩილეს პრეზიდენტმა, გაბრიელ ბორიჩმა ვითარებას "ძალიან რთული" უწოდა და ცენტრალურ და სამხრეთ ჩილეში საგანგებო ვითარება გამოაცხადა.
მთავრობის ცნობით, დანგრეულია 1000-ზე მეტი სახლი და განადგურებულია 43 000 ჰექტარზე მეტი ფართობის ტყე. მათივე განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ცეცხლის 92 აქტიური კერა იყო.
ხანძრის გამომწვევ მიზეზად მაღალი ტემპერატურა სახელდება.