logo
ENG



ჩინეთის მოსახლეობა ზედიზედ მეორე წელია იკლებს

17 იან 202414:51
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/17/skikbn1dovc006q.jpg

ჩინეთის მოსახლეობა ზედიზედ მეორე წელია იკლებს. ოთხშაბათს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2023 წლის ბოლოსთვის მოსახლეობამ 1,409 მილიარდი შეადგინა, 2,08 მილიონით ნაკლები, ვიდრე წინა წელს.

მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ვარდნა მოსალოდნელია ქვეყნის მზარდი ურბანული კლასისა და რეკორდულად დაბალი შობადობის გათვალისწინებით.

პეკინის ინფორმაციით, შობადობის დონე 1000 ადამიანზე 6,39-მდე შემცირდა ისევე, როგორც აზიის სხვა განვითარებულ ქვეყნებში - იაპონიასა და სამხრეთ კორეაში.

1980-იან წლებში, ჭარბი მოსახლეობის კონტროლისთვის, ერთი ბავშვის პოლიტიკის დაწესების შემდეგ ჩინეთში შობადობის შემცირება შეიმჩნევა. ჩინეთის მთავრობამ შეზღუდვა 2015 წელს გააუქმა, რათა მოსახლეობის შემცირება შეეჩერებინათ, ასევე, სხვადასხვა სუბსიდია შემოიღო, რათა ოჯახის შექმნის სტიმული გაჩენილიყო. 2021 წელს შეზღუდვა კიდევ უფრო შემსუბუქდა და წყვილებს 3 შვილის ყოლის უფლება მიეცა.

თუმცაღა როგორც BBC წერს, ახალგაზრდა წყვილები თავს იკავებენ შვილების გაჩენისგან, რის მიზეზადაც სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის ცხოვრების ღირებულება და Covid-ს სამწლიანი პერიოდის შემდეგ კარიერული პრიორიტეტები სახელდება.


close დახურვა