logo
ENG



ჩინეთის პრეზიდენტი ჰონგ-კონგის ლიდერს შეხვდა

16 დეკ 201917:51
3 წუთის საკითხავი
 
mf5i6eaq5xodyzg.jpg

ჩინეთის პრეზიდენტი ჰონგ-კონგის ლიდერს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. კერი ლამი დღეს სი ძინ პინმა მიიღო. ჰონგ-კონგის ადგილობრივ არჩევნებში დემოკრატიული მოძრაობის მხარდამჭერების გამარჯვების შემდეგ, ავტონომიის ლიდერი პეკინში ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან შესახვედრად პირველად ჩავიდა. ჩინეთის პრეზიდენტმა კერი პალთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჰონგ-კონგისთვის მიმდინარე წელი დრამატული იყო, თუმცა ავტონომიის მმართველის მუშაობის მიმართ კმაყოფილება გამოთქვა. ჰონგ-კონგში აქციები 6 თვის წინ კანონპროექტის გამო დაიწყო. სახალხო პროტესტის შემდეგ დოკუმენტი პარლამენტიდან უკან გაიწვიეს, მაგრამ აქციები გაგრძელდა. მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა დემოკრატიული რეფორმების გატარება იყო. 


close დახურვა