logo

ჩინეთის საზღვარზე შეტაკებას 20 ინდოელი სამხედრო ემსხვერპლა

17 ივნ 202011:35
3 წუთის საკითხავი
clock 314

ჩინეთის საზღვარზე მომხდარ შეტაკებას 20 ინდოელი სამხედრო ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ინდოეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დაპირისპირება ორი ქვეყნის სამხედრო ძალებს შორის ჰიმალაის სასაზღვრო რეგიონში, ქაშმირში მოხდა.

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩინეთს, ე.წ. კონტროლის ხაზის შესახებ დადებული ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს. ოფიციალური პეკინი კი ინდოეთს პროვოკაციის მოწყობას სდებს ბრალად.  

ეს ბოლო 45 წლის განმავლობაში ინდოეთსა და ჩინეთის საზღვარზე პირველი სერიოზული დაპირისპირებაა.

close დახურვა