ჩინეთის ყოფილი ლიდერი ჰუ ძინტაო, რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყრილობის პრეზიდიუმში იჯდა, დარბაზიდან გაიყვანეს. გავრცელებული ვიდეოკადრების თანახმად, 79 წლის ჰუ ძინტაოსთვის დარბაზიდან გაყვანა მოულოდნელი იყო და თავდაპირველად მას არ სურდა ადგილის დატოვება.
შემთხვევის მიზეზების შესახებ არაფერია ცნობილი.
Early drama: Hu Jintao seen being led out soon after reporters are led into the main hall pic.twitter.com/pRffGZF60I
ჰუ ძინტაო პრეზიდიუმში ამჟამინდელი ლიდერის, სი ძინპის გვერდით იჯდა. როდესაც ჰუ ძინტაომ საბოლოოდ დატოვა საკუთარი ადგილი, მან რაღაც ჩასჩურჩულა სი ძინპინს, ამ უკანასკნელმა კი თავი დაუქნია.
მოსალოდნელია, რომ კომუნისტური პარტიის ყრილობაზე, რომელიც 16-22 ოქტომბერს მიმდინარეობს, სი ძინპინს მეხუთე ვადით აირჩევენ პარტიისა და ქვეყნის ლიდერად.
ჰუ ძინტაო ჩინეთის ლიდერი იყო 2033-2013 წლებში. ამის შემდეგ მან ხელისუფლება სი ძინპინს გადასცა.