logo
ENG



ჩინეთში, კოროვირუსით გამოწვეული პნევმონიის მქონე პაციენტთა რიცხვმა 40 ათასს გადააჭარბა

10 თებ 202008:59
3 წუთის საკითხავი
 

ჩინეთში, ახალი ტიპის კოროვირუსით გამოწვეული პნევმონიის მქონე პაციენტთა რიცხვმა 40 ათასს გადააჭარბა. ქვეყნის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 908 -მდე გაიზარდა.

ჩინეთის სხვადასხვა პროვინციაში 4 საათის განმავლობაში ვირუსს 97-ი პაციენტი ემსხვერპლა. აქედან უმეტესობა ხუბეის პროვინციაში, სადაც საშიში ვირუსის კერა მდებარეობს.

საფრანგეთში კი ალპების საკურორტო ზონაში მყოფი ასობით ტურისტის გამოკვლევის შედეგებს ელოდებიან, სადაც ბრიტანეთის ხუთ მოქალაქეს, ახალი ვირუსი დაუდგინდა.

კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვმა უკვე გადააჭარბა 2003 წელს, ატიპიური პნევმონიის ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობას. ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 10 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანამშრომელთა მოწინავე ჯგუფი ჩინელი კოლეგების დასახმარებლად ეპიდემიის ეპიცენტრში დღეს ჩავლენ.


close დახურვა